არქიტექტურა ბირთვისის ციხე 2012, 16 ნოემბერი, 12:27 ![]() საერთოდ ყველა ციხე-სიმაგრე მიუვალ ადგილებშია აგებული მტრისგან თავის დასაცავად, მაგრამ ამ მხრივ ბირთვისი ნამდვილად გამოირჩევა, რადგან ეს ციხესიმაგრე მთლიან ბუნებრივი გალავნითაა შემოსაზღვრული და იგი ყველაზე აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა.მისი აღება დიდი ჯაფის შედეგად შეძლეს თემურ ლენგმა და შაჰ-თამაზმა, თუმცა ისიც ხრიკებითა და ეშმაკობით. ბირთვისის ციხე მთლიანად კლდეებშია მოქცეული. მნახველს გააოცებს რანაირად შეძლეს ამ თვალუწვდენელი კლდის თავზე რამის აშენება. შესასვლელი, რომელსაც დევის ნაპრალს ეძახიან, იმდენად ვიწროა, დიდ ადამიანს ალბათ საკმაოდ გაუჭირდება იქ გავლა. ![]() კლდეები ზოგ ადგილას აგურებითაა შეერთებული, ესეც ალბათ თავდაცვის მიზნით. ![]() ყველაზე მაღალი კლდის თავზზე დგას კოშკი "შეუპოვარი". ![]() კლდეებში ამოჭრილია კიბის საფეხურები, რაც შედარებით მარტივს ხდის ზემოთ ასვლას. უნდა აღვნიშნო, სიმაღლის ძალიან დიდი შიში მაქვს მაგრამ მეგობრების დახმარებით მაინც მივძვრები ხოლმე მაღლა. კლდეზე ასული კი ნამდვილად არ ინანებ იქ ასვლას რადგან უმშვენიერესი ხედი იშლება. დგახარ ერთ ერთ ძალიან მაღალ კლდეზე და გადაყურებ იქვე მეორეს, დაბლა ხალხი ჭიანჭველებივით მოჩანს თავი ღრუბლებში გეგონება. ![]() არანაკლები აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში საყოფაცხოვრებო ადგილების მონახულებამ, მინდა გითხრათ , რომ პირდაპირ კლდეში არის ამოკვეთილი თონეები და ბასეინები . ![]() აღარაფერს ვამბობ დაბლა ბუნებაზე. ხავსმოდებული კლდის ძირები, ყინულივით ცივი ბუნებრივი წყარო. დაბლა ერთ ნანგრევსაც წავაწყდით რომელსაც არსენას ციხესიმაგრეს ეძახდნენ. ![]() მოკლედ ერთი დღე ყველაფრისთვის ნამდვილად არ გეყოფათ. ზაფხულში ხშირად სტუმრობენ ქართველი და უცხოელი ტურისტები. ლაშქრობის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1371 14-ს მოსწონს
|